მთავარი ციტატა

“არ უნდა ევაჭრებოდე ოჯახს – ხომ შევთანხმდით, რომ მიტინგებს არ მოაწყობო“- ადვოკატი

“არ უნდა ევაჭრებოდე – „ხომ შევთანხმდით, რომ მიტინგებს არ მოაწყობო“. არ უნდა ევაჭრებოდე, როდესაც პროტესტს გამოხატავს ოჯახი, რომელსაც ამხელა ტანჯვა და ტკივილი აქვს მიყენებული. ვაჭრობას და მუქარას გავდა ეს და სირცხვილია. სახელმწიფოა ეს და არა ერთეული პირების სავაჭრო ცენტრი. აქედან გამომდინარე, ოჯახს გაუჩნდა დიდი პროტესტი. ჩართული ვარ ამ საქმეში და ვნახავ, გამოძიება როგორ იმოქმედებს.”

მიხეილ რამიშვილი – გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

 „პალიტრანიუსი”

ადვოკატის თქმით, ოჯახი გამოძიებას უნდობლობას იმიტომ უცხადებს, რომ სამართალდამცავებს ბაჩალიაშვილების ოჯახის წევრების მიმართ არაკეთლსინდისიერი დამოკიდებულება ჰქონდათ.

შეგახსენებთ, 22 ივლისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს. მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.

იტვირთბა....