aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

ეზუგბაიას ცნობით, ინფიცირების 12 ახალი შემთხვევიდან სამის ინფიცირების წყარო უცნობია

aviabiletebi
ავიაბილეთები

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გამოვლენილი 12 ახალი შემთხვევიდან 3 პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებტან განაცხადა, ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 30 პაციენტიდან, ორის მდგომარეობა მძიმეა.

“5 პაციენტი აქედან არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი. 2 არის ახალი დადასტურებული შემთხვევა გაჩიანის წყაროდან, 2 იმპორტირებულია. სამი ინფიცირებულის წყაროს მოძიება გრძელდება,“-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე 196 პაციენტი მკურნალობს კოვიდცენტრებში.

საქართველოში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ოთხი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1085 შემთხვევაა დადასტურებული.

 

იტვირთბა....