საქართველოში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ოთხი პაციენტი გამოჯანმრთელდა,
ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1085 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 911-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 5724 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 247.