გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ბიძა აცხადებს, რომ ავტომობილიდან სამართალდამცველებმა წნევის დამწევი წამლები ამოიღეს და არა ფსიქტროპული წამლები.
“როგორც მე გავიგე არანაირი ფსიქოტროპული წამლები არ ყოფილა, იყო ჩვეულებრივი წნევის წამლები, რომლებიც ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება ჰქონდეს” – განაცხადა კობა თამაზაშვილმა.
ცნობისათვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, რომელიც ფონიჭალაში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა 22 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა გოგო გარდაცვლილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ ავტომანქანაში ნახეს.