სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა ინფრაქტი მიიღო. ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, ბაჩალიაშვილის დედას ინფარქტი არ მიუღია, თუმცა ის ცუდად გახდა. ფაქტის გადასამოწმებლად “პრაიმტაიმი” მიხეილ რამიშვილს დაუკავშირდა:
“ახლა ვესაუბრე ოჯახს. ინფარქტი არ მიუღია, უბრალოდ თამარის დედა გახდა შეუძლოდ, გამოიძახეს სასწრაფო და მას ნემსები გაუკეთეს” – განგვიცხადა ადვოკატმა.
ცნობისათვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, რომელიც ფონიჭალაში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა 22 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა გოგო გარდაცვლილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ ავტომანქანაში ნახეს.