ახალი ამბები მთავარი ციტატა

“პირველ რიგში შეკითხვები ჩნდება რეაგირებასთან დაკავშირებით, რამდენად ოპერატიული იყო რეაგირება” – სახალხო დამცველი

“პირველ რიგში შეკითხვები ჩნდება რეაგირებასთან დაკავშირებით, რამდენად ოპერატიული იყო რეაგირება. ფაქტია, რომ არ იყო. 4 დღის განმავლობაში რატომ ვერ მოხერხდა მანქანის ადგილმდებარეობის დადგენა. იყო თუ არა ძალისხმევა მაქსიმალური და გამოიყენა თუ არა გამოძიებამ ყველა შესაბამისი ბერკეტი, ტექნიკური საშუალება თუ სხვა. ამასთან დაკავშირებით რა თქმა უნდა მაქვს შეკითხვა.”

ნინო ლომჯარია – სახალხო დამცველი.

ამის შესახებ მან გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე “ტვ პირველის” გადაცემა “საჯარო პოლიტიკაში” განაცხადა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, რომელიც ფონიჭალაში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა 22 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა გოგო გარდაცვლილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ ავტომანქანაში ნახეს.

იტვირთბა....