“რომ ამბობენ, დრონი გავატარეთ და ვნახეთ ეს ადგილი, ტყუილი და ზღაპარია. 4 დღის განმავლობაში ჭიმავდნენ რაღაცნაირად, რომ პრობლემა შეექმნათ. გავიარე ამ ადგილზე, როგორც ხელის გული, ისე ჩანს ეს ადგილი და მანქანა. გზიდან, რომ გაიხედავ ხელმარჯვნივ მანქანა ჩანს 60 მეტრში. ოჯახის მხრიდან პრობლემა არ ჰქონია ამ ბავშვს, ეს მოდის სამსახურის მხრიდან.
ჯუმბერ ბაჩალიაშვილი – გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მამა.
მან ეს კომენტარი “მთავართან” გადაცემა “ღამის მთავარში” საუბრისას გააკეთა.
ცნობისათვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, რომელიც ფონიჭალაში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა დღეს გარდაცვლილი იპოვეს.ა ხალგაზრდა გოგო გარდაცვლილი თეთრიწყაროში, ტყეში, ავტომანქანაში ნახეს.