გიორი შაქარაშვილის საქმის მეოცე ტომში ანა გაბეჩავას ფეისბუქ-მიმოწერებიც მოათავსეს. სოციალურ ქსელში გაბეჩავა ცდილობს გაარკვიოს, სად გაქრა შაქარაშვილი და ვინ დაპატიჟა მის დაბადების დღეზე აკაკი ჩქარეული.
აკაკი ჩქარეული იგივე აკაკი ქვრივიშვილია “ტოიოტა” “ქამრის” მგზავრია. ამასთან დაკავშირებით განმარტება ანა გაბეჩავას ადვოკატმა გააკეთა. ლიკა ბითაძის ინფორმაციით, ის უკვე დაკავებულია. ინფორმაციას “მთავარმა არხი” არცელებს.
რაც შეეხება უშუალოდ სახელს და გვარს – აკაკი ჩქარეულს, ის ამ სახელით მხოლოდ სოციალურ ქსელშია დარეგისტრირებული. სწორედ ამიტომ იყო მთელი დღის განმავლობაში გაურკვეველი, რა კავშირში იყო შაქარაშვილის საქმესთან ეს სახელი და გვარი.
ანა გაბეჩავას ადვოკატის თქმით, აკაკი ჩქარეული, იგივე აკაკი ქვრივიშვილი, დაბადების დღეზე ვახტანგ ჩიქოვანმა მიიყვანა და “ტოიოტა” “ქამრის” ეპიზოდში, როდესაც თავს დაესხნენ გიორგი შაქარაშვილსა და მის მეგობრებს, ისიც ფიგურირებს. მისი თქმით, გაბეჩავა საგამოძიებო უწყებაში ხვალაც არის დაბარებული. როგორც დაცვის მხარეს უთხრეს, ხვალ ვიდეომტკიცებულებებს უნდა გაეცნონ, თუმცა რა ვიდეომტკიებულებებზეა საუბარი, ჯერჯერობით უცნობია.
აქვე გეტყვით, რომ “მთავარი არხის” სტუმარი იქნება 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მამა, რომელთან ინტერვიუც დღეს არის დაანონსებული.
ცნობისათვის, ბაჩალიაშვილი ფონიჭალაში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა და იგი 22 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა გოგო გარდაცვლილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ ავტომანქანაში ნახეს.