გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ყველა იმ ადამიანის ვინაობას დაადგენენ, ვინც თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარებასა და გარდაცვალებაში მონაწილებდა. ამის შესახებ მან “ფორმულას” გადაცემაში “კომენტარი” განაცხადა.
„ყველას, ვინც კი ამ საქმეში მთელი 5 დღის განმავლობაში ჩართული იყო, ყველა კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა. გამომძიებელსაც, საოლქოს უფროსსაც, სამმართველოს უფროსსაც, მოადგილესაც და სულ ყველას. პირობას გაძლევთ, რომ ვინც არ უნდა იყოს, რა რანგის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, სანამ არ დადგინდება სიმართლე, არავის არაფრის იმედი არ ჰქონდეს. ამ ბავშვის გარდაცვალების და ყველაფრის თავი და თავი სადაც იქნება დამარხული, იქიდან ამოვთხრი სულ ყველას“ – განაცხდა მიხეილ რამიშვილმა.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, რომელიც ფონიჭალაში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა დღეს გარდაცვლილი იპოვეს.ა ხალგაზრდა გოგო გარდაცვლილი თეთრიწყაროში, ტყეში, ავტომანქანაში ნახეს.