თამარ ბაჩალიაშვილის ახლობლები 23 წლის ახალგაზრდა ქალის თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ. ერთ-ერთი ნათესავის განცხადებით, ტერიტორია, სადაც გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში იპოვეს, რამდენიმე დღის წინ შეამოწმეს, თუმცა მანქანა არ შეუნიშნავთ.
“ერთადერთი რისი გამორიცხვაც შეგვიძლია, ეს არის თვითმკვლელობა. წარმატებული, დასაქმებული იყო, ორ სამსახურში მუშაობდა. არცერთი სამსახური არ ვიცი რა კომპანიაა. დედა ამბობს, რომ ცდილობდა დაემალა რა სამსახურიაო. გუშინ გამომძიებელს უთქვამს, როგორც ჩანს, რაღაც ინფორმაციას ფლობდაო, მისი კუთვნილი ლეპტოპის გახსნის შემდეგ უთქვამს ეს. პირველ დღეს შემოვიარეთ იქ ტერიტორია და ეს მანქანა იქ არ იყო. აბსოლუტურად მთელი შემოგარენი შემოვიარეთ. მერე თუ მივიდა მაგ ადგილზე, არ ვიცი” – განაცხადა ნანი ბალახაძემ.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, რომელიც ფონიჭალაში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა დღეს გარდაცვლილი იპოვეს.ა ხალგაზრდა გოგო გარდაცვლილი თეთრიწყაროში, ტყეში, ავტომანქანაში ნახეს.