მთავარი ციტატა

“მანქანიდან ამოღებული მედიკამენტები ფსიქოტროპული არ არის”- გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

“ძნელია იმის აღწერა, რაც მე ვნახე. დეტალურად ჩემი თანდასწრებით ხდება ყველა ნივთის ადგილმდებარეობის, ყველა იმ კვალის ამოღება და დალუქვა, წამლების, რაც იქნა ამოღებული, რაც მის ჩანთაში იქნა ნაპოვნი. ვერსიები მეც გამაჩნია, ბევრი კითხვის ნიშანი მაქვს. არანაირი ფსიქოტროპული პრეპარატი არ არის.”

მიხეილ რამიშვილი – 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი 

ადვოკატის მოსაზრებით, ცხედრის მდგომარეობა და ადგილმდებარეობა, სახლიდან მოშორებით ყოფნა, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. 

ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

 

იტვირთბა....