ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

შაქარაშვილის საქმეზე ანა გაბეჩავას გამოკითხვა დასრულდა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ანა გაბეჩავას გამოკითხვა დასრულდა. როგორც გაბეჩავას ადვოკატმა თათია მანეჟაშვილმა განაცხადა, გამოკითხვის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა, არ გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობა კვლავ მიიღოს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან უწყებიდან გამოსვლის შემდეგ აღნიშნა.

„ვინაიდან, ინტენსიურად ხორციელდება სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება, დღესაც გამოკითხულ იქნა დამატებით ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, თუმცა, დეტალებზე ვერ გიპასუხებთ.

სოციალურ ქსელს არ ეხებოდა, სოციალური ქსელის დათვალიერება მოხდა წინა დღეებში, რაზეც შესაბამისი ოქმი შედგა. არც არანაირი კადრების დათვალიერება არ მიმდინარეობდა, იყო ჩვეულებრივი დამატებითი გამოკითხვის ოქმის შედგენა. არ გამოვრიცხავ, რომ შემდეგში კვლავ მიიღოს დამატებით საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობა“ – განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისათვის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული.

იტვირთბა....