გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ანა გაბეჩავას და კონსტანტინე (დიჯეი კოკოს) ღიბრაძის გამოკითხვა მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში შესვლამდე გაბეჩავას და მის ადვოკატს კომენტარი არ გაუკეთებიათ. მათ მხოლოდ ის აღნიშნეს, რომ უწყებაში დამატებითი გამოკითხვისთვის დაიბარეს.
ცნობისათვის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული.