aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინათან დაკავშრებით, მოლაპარაკებები ორ კომპანიასთან მიმდინარეობს” – გამყრელიძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინათან დაკავშრებით, მოლაპარაკებები ორ კომპანიასთან მიმდინარეობს – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინამ მესამე ფაზის კვლევების ერთ-ერთი ეტაპი გაიარა და ახლა კიდევ ერთი დიდი კვლევის ნაწილი დარჩა, სადა დაახლოებით 10-15 ათას ადამიანს ჩაუტარდება კვლევა.

“აქამდე დადგენილია ვაქცინის საკმაოდ კარგი იმუნური პასუხის გამოწვევის უნარი. თუ დადგინდა ვაქცინის უსაფრთხოება, მაშინ ვაქცინა შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს. რაც შეეხება საქართველოს, ამ კომპანიასთან ვმუშაობთ, ერთი თვის წინ გვქონდა პირდაპირი კონტაქტები კომპანიასთან. ამავე დროს საქართველო მუშაობას გავის ალიანსთან, რომელიც დიდი საერთაშორისო ორგანიზაციაა, ვაქცინების გლობალური ალიანსი, რომელსაც ბილ გეითსის ფონდი პირადად აფინანსებს. ჩვენ დიდი ხანია გავისთან გვაქვს კონტაქტები, მათი საშუალებით მრავალი ვაქცინა დავნერგეთ ქვეყანაში. მიმდინარეობს ამ ორ წყაროსთან მუშაობა – ასტრა ზენეკასთან და გავისთან, რათა ვაქცინის დამტკიცებისთანავე საქართველო იყოს რეციპიენტთა რიგებში”.- ამბობს გამყრელიძე.

იტვირთბა....