ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ჩვენს პოზიციას ხშირ შემთხვევაში ხელოვნურად ვფუთავთ” – მირიან ნიკოლაძე

“ჩვენს პოზიციას ხშირ შემთხვევაში ხელოვნურად ვფუთავთ და ბოლოს ყველა გაიგებთ რა როგორ და რანაირად… ჩემი პოზიციების ძალიან დიდი ნაწილი შეფუთულია, მეტი გამოსავალი ჩვენ არაგვაქვს, თავს ვერ ვიცავთ სხვანაირად.”

მირიან ნიკოლაძე – ადვოკატი, შაქარაშვილის ბიძა

ამის შესახებ ნიკოლაძემ “ფორმულას” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....