ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

„გამოძიებამ უნდა დაკითხოს ბატონი გეჯაძეც” – რატომ ითხოვს შაქარაშვილის ბიძა დამოუკიდებელი ექსპერტის დაკითხვას

გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის განცხადებით, გამოძიებამ უნდა დაკითხოს სამხარაულის ექსპერტები და დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე. მისი თქმით, რომ არა წყლის დაბალი ტემპერატურა, გვამი ბევრად მძიმე მდგომარეობაში იქნებოდა. ამის შესახებ მან გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში” განაცხადა.

„გამოძიებამ უნდა დაკითხოს ბატონი გეჯაძეც, სამხარაულის ექსპერტებიც და საბოლოო ჯამში უნდა გაერკვნენ მართლა რამე ტექნიკური შეცდომაა, უბრალოდ, რაღაცა ტერმინოლოგიური ინტერპრეტეციებია თუ რა ხდება. აქედან გამომდინარე, ეს არ არის ჩვენთვის იმდენად მნიშვნელოვანი საკითხი, რომ წაგვიყვანდა სხვა ვერსიისკენ. კითხეთ ნებისმიერ ექსპერტს და დაგიდასტურებთ, რომ ამ სითბოში, ამ ტემპერატურაზე, რომ არა მდინარის დაბალი ტემპერატურა, გვამი ბევრად მძიმე ვითარებაში იქნებოდა. შესაბამისად, გიორგის ცხედრის იმჟამინდელი მდგომარეობა ადასტურებს წყალში მყოფობას“ – განაცხადა ნიკოლაძემ.

აქვე გეტყვით, რომ დამოუკიდებელი ექსპერტის, ალექსანდრე გეჯაძის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის ცხედრის წყლიდან  ამოყვანისას პირველადი დათვალიერებისას შედგენილ ოქმში აღნიშნული ფრაზა – „გვამური გაშეშება გამოხატულია ყველა ჯგუფის კუნთებში“, მექანიკური შეცდომაა. ამის შესახებ გეჯაძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცადა.

იტვირთბა....