საგარეო უწყება აზერბაიჯანული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და მას დეზინფორმაცია უწოდა.
„ერთ-ერთი აზერბაიჯანული მედიასაშუალების მიერ გავრცელდა დეზინფორმაციული ხასიათის პუბლიკაცია, რომელიც შეიცავს უამრავ უზუსტობას.
სამწუხაროა, რომ აზერბაიჯანული, თითქოს სერიოზული ინტერნეტგამოცემა არაობიექტურად აღწერს ფაქტებს, საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში და ცდილობს, ჩრდილი მიაყენოს საქართველო აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობას და მეგობრობას.
კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს აკავშირებთ სტრატეგიული პარტნიორობა, ორი ერის ხანგრძლივი მეგობრობა ვითარდება და ღრმავდება, ორივე ქვეყანა მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში და მათ შორის, ერთობლივად ახორციელებს მრავალ მნიშვნელოვან რეგიონალურ და საერთაშორისო პროექტს.
ეს სტატია ატარებს ტენდენციურ ხასიათს და მიმართულია ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის ურთიერთობებში პრობლემის ხელოვნურად შექმნისკენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, აზერბაიჯანული გამოცემის (Haqqin) ინფორმაციით, საქართველოს გავლით სომხეთში აზერბაიჯანის წინააღმდეგ განკუთვნილი ნაღმტყორცნები ჩაიტანეს.