ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ოცნების ღონისძიებაზე მიწვეული ვიყავი როგორც ერთ-ერთი დამსწრე და მხარდამჭერი” – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ აპოლიტიკურია. თუმცა, დღეს ოცნების ღონისძიებაზე მიწვეული იყო, როგორც ერთ-ერთი დამსწრე და მხარდამჭერი.

“მე პოლიტიკურ სიმპატიებზე არ ვისაუბრებ, აპოლიტიკური პიროვნება ვარ და წარმოვადგენ სახელმიწფო დაწესებულებას; დღეს მიწვეული ვიყავი როგორც ერთ-ერთი დამსწრე და მხარდამჭერი”- ამბობს გამყრელიძე.

კითხვაზე: დაესწრებოდა თუ არა მსგავსი ტიპის ღონისძიებას ოპოზიციისგან დაპატიჟების შემთხვევაში? – გამყრელიძემ უპასუხა – ,,გააჩნია ვინ დამპატიჟებს და როგორ“.

,,დღეს წარმოვადგენ სახელწიფოს, ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სახელმწიფო ინსტიტუციას – დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, რომელმაც სერიოზული როლი ითამაშა Covid 19-თან ბრძოლაში და ამ ინფექციის შეკავებაში ჩვენს ქვეყანაში, ამიტომ მე იქ მიწვეული ვიყავი, როგორც ამ დაწესებულების ხელმძღვანელი,“ – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

იტვირთბა....