ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ცოტა ხანში ნახავთ რაც მოხდება…” – შაქარაშვილის ბიძა განცხადებას ავრცელებს

“გიდასტურებთ, რომ პროკურატურაში შეხვედრა შედგა. დღეს შაქარაშვილის ოჯახი შეხვდა საქართველოს გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს და ასევე რამოდენიმე წამყვანი თანამდებობის პირს. განზრახ მკვლელობის მუხლს დამტკიცება არ გაუჭირდება, ცოტა ხანში ნახავთ რაც მოხდება.”

მირიან ნიკოლაძე – ადვოკატი, შაქარაშვილის ბიძა

ამის შესახებ ნიკოლაძემ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ცნობისთვის, დღეს გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახის წევრები პროკურატურაში მივიდნენ და გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს შეხვდენენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ “მთავარ არხზე” გასულ გადაცემაში, უკრაინელმა სასამართლო ექსპერტმა გალინა კარმოშინამ განაცხადა, რომ წყალში პოვნისას 19 წლის ფეხბურთელი მაქსიმუმ 48 საათის გარდაცვლილი იყო.

ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....