ახალი ამბები მთავარი სამართალი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურა საქმის გამოსაძიებლად დამატებით ვადას ითხოვს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საგამოძიებო პროცესის გასაგრძელებლად პროკურატურა დამატებით ვადას ითხოვს – ინფორმაციას ამის შესახებ “რუსთავი 2-ი” ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტი 31 დღის გადასავადებლად მცხეთის რაიონულ სასამართლოს მიმართავს.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....