საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მე-16 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ გაავრცელა.
მისივე თქმით, გარდაცვლილი პაციენტი 70 წელს გადაცილებული მამაკაცია და მას თანმხლები დაავადებბეი არენიშნებოდა.
“დაახლოებით 15 წუთის წინ მომივიდა ეს ინფორმაცია, რომ მე-16 პაციენტი დაგვეღუპა, სამედიცინო დაწესებულებას ვერ გეტყვით, 70 წელს გადაცილებული მამაკაცია,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1039 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 900-ს შეადგენს.