ქუთაისში საცხოვრებელ სახლში მოკლული, 30 წლის ელისო ჩეჩელაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 45 წლის ქალის გარდა, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ორი ადამიანი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულები ბრალდებულის მეუღლის მეგობრები არიან.
გარდაცვლილი ქალის მეზობლები ყვებიან, რომ ახალგაზრდა ჩეჩელაშვილი ნაქირავებ ბინაში 12 წლის შვილთან და მეგობარ გოგოსთან ერთად ცხოვრობდა.
შეგახსენებთ, რომ 18 ივლისს ქუთაისში გამსახურდიას ქუჩაზე, ბინაში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს.
ფაქტზე შსს-მ, გამოძიება სისხლის სამართლის 108–ე მუხლითა დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.