ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“გიორგი ცოცხალი იყო, სასტიკი ცემის შემდეგ მისთვის დროული დახმარება რომ აღმოეჩინათ მისი გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა” – ახალი ვერსია შაქარაშვილის საქმეზე

“გიორგი თავასხმის დღეს არ მომკვდარა და მისი სხეული მდინარეში მოგვიანებით მოხვდა” – ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს. როგორც “პოსტ ფაქტუმის” წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ განაცხადა, შაქარაშვილი ცემის შემდეგ ცოცხალია, თუმცა, მას დროული დახმარება არ აღმოუჩინეს, რაც 19 წლის ფეხბურთელის დაღუპვით დასრულდა.

“სად იყო მთელი ამ ხნის განმავლობაში სასტიკად ნაცემი, კომაში მყოფი შაქარაშვილი?! ბევრი რამ შეიძლება ვივარაუდოთ: შეიძლება, სადაც სცემეს, იმ ადგილზე მიატოვეს თავდამსხმელებმა, ან იქნებ ფერად შენობაში დააგდეს, რომელიც შემდგომ საეჭვოდ დაიწვა რატომღაც. ან იქნებ მანქანით გადაიყვანეს დანაშაულის ადგილიდან და დროებით გადამალეს. საბოლოოდ სხვა, რომ ვერაფერი მოახერხეს, გიორგი მდინარეში ჩააგდეს.

შესაძლოა იმით აიხსნება ის ფაქტიც, რომ შაქარაშვილი ცხედარი ისეთ ადგილას იპოვეს, სადაც მდინარის ნაკადი ბუნებრივად მას ვერ მიიტანდა. ის უფრო სპეციალურად უნდა ჩაეგდოთ იმ ადგილზე.

გიორგი ცოცხალი იყო, სასტიკი ცემის შემდეგ მისთვის დროული დახმარება რომ აღმოეჩინათ, მისი გადარჩენა, დიდი ალბათობით, შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ ის დაუნდობლად ნელი სიკვდილით მოკლეს” – აღნიშნა გაბუნიამ გადაცემაში.

ცნობისათვის, გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს გაუჩინარდა – მისი ცხედარი 22 ივნისს იპოვეს.

იტვირთბა....