ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

გასაჯაროვდა ერთ-ერთი არასრულწლოვანი მოწმის ჩვენება – ბრალდებული აღწერს 19 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებს

გასაჯაროვდა ერთ-ერთი არასრულწლოვანი მოწმის ჩვენება. ბრალდებული აღწერს 19 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებს.

ამონარიდი ჩევენებიდან:

“მე და კიდევ ერთი არასრულწლოვანი გავჩერდით ვიწრო ასფალტიანი გზის დასაწყისში. რამდენიმე წამში ჩვენთან მოირბინეს ვახტანგ ჩიქოვანმა, ვასომ, ნიკუშამ და აჩიკომ. ვახტანგმა იკითხა თუ სად წავიდნენ ის პირები, რომელთაც ჩვენ მივსდევდით, რაზეც ვუპასუხა ვინ საით გაიქცა. ამის შემდეგ ჩიქოვანი, არასრულწლოვნის ვერსიით, მათ სთხოვს მოიყვანონ ავტომობილი” – ნათქვამია მის ჩვენებაში.

ზ.ხ-ს თქმით, მანქანის მოსაყვანად სამი პირი წავიდა, – თავად ვასო და ნიკუშა. მისივე ჩვენების თანახმად, ადგილზე დარჩნენ არასრულწლოვანი – ა.ქ, ვახტანგ ჩიქოვანი და აჩიკო ანუ არჩილ გაგნიძე, რომლებმაც ასევე ჩაირბინეს მაგისტრალზე არსებული ხიდის ქვეშ, “რა მიმართულებითაც გაიქცა ის ერთ-ერთი ბიჭი, რომელსაც ჩვენ მივსდევდით” – ამბობს არასრულწლოვანი ჩვენებაში.

ცნობისათვის, გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს გაუჩინარდა – მისი ცხედარი 22 ივნისს იპოვეს.

იტვირთბა....