ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის თქმით, საქართველო კორონავირუსის პანდემიას ღმერთის წყალობით გადაურჩა.
“ღვთის მადლით, საქართველო გადარჩა. კარგი იქნებოდა, რომ მსოფლიოც გადარჩენოდა, მაგრამ ვინც როგორ იქცევა, ისე იღებს. მსოფლიოში საჩვენებელი ადამიანები ვართ. თორემ ჩვენ ექიმებზე ბევრად ძლიერი ექიმები არ ჰყავთ მსოფლიოში?! თუ არა ღმერთი, ვერავინ დაგიფარავს.
ის დიდი დანაშაული, რაც ახლა კაცობრიობამ გააკეთა, იმის მაგივრად რომ ღმერთთან ეთხოვათ, ტყუილები ვთქვით – სახლში დავრჩეთ და ვილოცოთო. ეკლესიაში ხომ თავს იკლავდით ლოცვით, ახლა სახლში რომ მივიდოდნენ, რამეს ილოცებდნენ, ვის სჯერა მაგის. ეს დანაშაული და ბოროტება არ უნდა გავიმეოროთ. შეიძლება უარესებიც მოხდეს, მაგრამ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.
ეპისკოპოსმა იაკობმა ჯუგაანის ძელიცხოვრის ტაძარში იქადაგა.