“გამოძიება საქმეზე ისე მიმდინარეობს, რომ საქმეში ფიგურანტი პირები ახერხებენ ერთმანეთთან ჩვენებებზე, სავარაუდო პოზიციებზე შეთანხმებას, ანუ პოლიციას ამ საქმეში სძინვავს თუ რას აკეთებს საერთოდ, გაუგებარი რჩება. როდესაც ასეთ უმძიმეს შედეგთან გვაქვს საქმე და გვაქვს ისეთი მოცემულობა, რომ წინასწარ შეჯერებული ჩვენებების შეთანხმება ხდება”
ბექა ბასილაია, იურისტი
TV პირველი, “დღის ამბები”
შეგხსენებთ, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებიდან ერთი თვე გავიდა. ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამ დროისთვის დაკავებულია 17 პირი. გამოძიება აქტიურად კითხავს საქმის ფიგურანტებს. გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმის ჩვენებიდან ირკვევა, რომ ფეხბურთელს ინციდენტის დროს მდინარე არაგვამდე ვახო ჩიქოვანი მისდევდა.