მთავარი ციტატა

“მე ძალიან ბევრი რამ გავაკეთე, ჯობია ახლა სხვა იყოს მაჟორიტარი” – დიმიტრი ხუნდაძე

“მე ვფიქრობ, რომ მესამე მოწვევაში ჯობია, რომ უკვე სხვა იყოს მაჟორიტარი მცხეთა-მთიანეთში. სხვათა შორის, პარტიას უნდოდა, რომ მე ვყოფილიყავი მაჟორიტარი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჯობია ახლა სხვა იყოს. მე ძალიან ბევრი რამ გავაკეთე და ახლა სხვა იყოს, მეც დავეხმარები, რა თქმა უნდა”

დიმიტრი ხუნდაძე, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი

ამის შესახებ დიმიტრი ხუნდაძემ “მთავარ არხთან” საუბრისას განაცხადა

შეგახსენებთ, „ქართული ოცნება ” ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს 20 ივლისს დაასახელებს. მმართველი პარტია საარჩევნო კამპანიას სწორედ ორშაბათიდან გახნის.

ოპოზიცია თბილისის ექვს მაჟორიტარულ ოლქში ერთიან კანდიდატებზე უკვე შეთანხმდა.

ვაკე – ელენე ხოშტარია;
გლდანი – ნიკა მელია;
ისანი – გიორგი ვაშაძე;
სამგორი – ლევან ხაბეიშვილი;
მთაწმინდა – შალვა შავგულიძე;
ნაძალადევი – შალვა ნათელაშვილი;
საერთო კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება დიდუბე-ჩუღურეთისა და საბურთალოს ოლქებზე.

კიდევ ორ ოლქში – გლდანსა და სამგორში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები – ნიკა მელია და ლევან ხაბეიშვილი იყრიან კენჭს.

იტვირთბა....