ახალი ამბები მთავარი სამართალი

გიორგი შაქარაშვილის საქმეში გამოძიებას ამერიკა დაეხმარება

გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიებაში საგამოძიებო ორგანოს ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმარება. ამ თხოვნით აშშ-ის საგამოძიებო უწყებას საქართველოს გენერალურნმა პროკურატურამ მიმართა.

გენერალურმა პროკურატურამ მიმართვის წერილი15 ივლისს გააგზავნა, რომლითაც აშშ-ის დახმარებას სთხოვს.

კერძოდ, ამერიკული გამოძიება ქართულ მხარეს შაქარაშვილის საქმის დაახლოებით, 30 ფიგურანტის სოციალურ ქსელებში მიმოწერების აღდგენას სთხოვს. აშშ საქმის ფიგურანტების მიერ “ფეისბუკიდან” და “ინსტაგრამიდან” წაშლილ მიმოწერებს აღადგენს.

ცნობისთვის, ექსპერტიზამ გიორგი შაქარაშვილის საქმეში მონაწილე ფიგურანტების კუთვნილი მობილური ტელეფონებიდან მიმოწერებისა და ზარების აღდგენა ვერ შეძლო. ამასტან, ბოლო დღეებში საქმის ფიგურანტებს საგამოძიებო უწყევბაში იბარებენ და მათ სოციალურ ქსელებს ამოწმებენ.

გიორგი შაქარაქშვილის გარდაცვალებიდან ერთი თვე გავიდა. ამ დროისთვის დაკავებულია 17 პირი. გამოძიება აქტიურად კითხვას საქმის ფიგურანტებს.

იტვირთბა....