ახალი ამბები მთავარი სამართალი

სამართალდამცავებმა ერთ-ერთი დაკავებულის, ჩიქოვანის ბინა გაჩხრიკეს – გამოძიება ელექტრონული საათით დაინტერესდა

გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცავებმა ერთ-ერთი დაკავებულის ვახტანგ ჩიქოვანის საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკა ჩაატარეს. სამართალდამცავებმა ჩხრეკა ცოტა ხნის წინ, სასამართლო განჩინების საფუძველზე.ჩაატარეს

ტვ “[პირველის” ინფორმაციით, სამართალდამცველები ჩიქოვანის ბინაში ელექტრონულ საათსა და მობილურთან დაკავშირებულ ნივთებს ეძებდნენ. არსებული ინფორმაციით, ეს ელექტრონული საათი გამოძიებისთვის მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენს, ვინაიდან მას  ფოტო-ვიდეო გადაღება და აუდიოს ჩაწერა შეეძლო.

საგამოძიებო ორგანოს მიერ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეტებულა.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაქშვილის გარდაცვალებიდან ერთი თვე გავიდა. ამ დროისთვის დაკავებულია 17 პირი. გამოძიება აქტიურად კითხვას საქმის ფიგურანტებს.

იტვირთბა....