“ორშაბათს იქნება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სია წარდგენილი. პროპორციულ სიასთან დაკავშირებით იქნება უფრო მოგვიანებით. შესაბამისად, ორშაბათს შევძლებთ ვნახოთ, ვინ იქნება მაჟორიტარი და ვინ იქნება შემდგომში სიაში. ახალი სახეები აუცილებლად იქნება და ყოველთვის არის. ჩვენ ყოველთვის წარვადგენთ ყველა პოზიციაზე ახალ ადამიანებს პარტიაში, ახალგაზრდებსაც, ქალბატონებსაც და შესაბამისად ვნახავთ”
მაია ცქიტიშვილი, ვიცეპრემიერი
“პირველი არხი”
შეგახსენებთ, „ქართული ოცნება ” ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს 20 ივლისს დაასახელებს. მმართველი პარტია საარჩევნო კამპანიას სწორედ ორშაბათიდან გახნის.