ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ბატონო გახარია, პრემიერ-მინისტრობა კაბინეტში ჯდომა და იქიდან საუბარი არ არის” – გიორგი ვაშაძე

„ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ხელისუფლებას იმ ქვეყნებთან საზღვრის გახსნაზე მუშაობისკენ მოუწოდა, რომლებზეც დამოკიდებულია საქართველოში ავტომანქანების რეექსპორტი.

„მე მინდა მივმართო ქვეყნის პრემიერ-მინისტრს გახარიას, ბატონო გახარია, პრემიერ-მინისტრობა კაბინეტში ჯდომა და იქიდან საუბარი კი არ არის. მოდით და ამ ადამიანებს დაეხმარეთ! თქვენ პოლიტიკური მიზნებისთვის, საარჩევნო მიზნებისთვის არ ხსნით საზღვრებს, ამოგვკეტეთ ქვეყანაში და ფაქტობრივად შიმშილისთვის გაწირეთ მთელი საქართველო.

გაბანკროტებულია დღეს ავტომანქანების რეექსპორტიორები. 2 მაისს მე პირადად გამოგიზავნეთ დოკუმენტი ეპიდუსაფრთხოების სტანდარტების, კოვიდპასპორტის, რომლითაც თქვენ შეგეძლოთ საზღვრის გახსნა, მაგრამ თქვენმა კონსულტანტებმა გითხრეს, რომ საზღვრები არ გახსნათო და კოვიდის პრობლემა იყოს ისევ მთავარი თემა.

ჯანმრთელობას აპირისპირებთ ეკონომიკასთან, რაც დანაშაულია. აქედან გამომდინარე, დღეს არის სამი კონკრეტული მოთხოვნა, რომელზეც ხელმოწერები გროვდება და ყველა ავტოექსპორტიორი აწერს ხელს. პირველი – 31 დეკემბრამდე გადავადდეს ავტომობილების გამბაჟების ვადა. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ის არის, რომ პირველი მაისის შემდგომ შემოსულ ავტომანქანებზე გავრცელდეს გამბაჟების გადავადება და მესამე, დაუყოვნებლივ დაიწყეთ იმ ქვეყნებთან საზღვრის გახსნაზე მუშაობა, რომლებზეც დამოკიდებულია ავტომანქანების რეექსპორტი”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

იტვირთბა....