ლონდონში აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის დაპირისპირება მოხდა – ბრიტანეთში მცხოვრებმა აზერბაიჯანელებმა სომხეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართეს ლოზუნგით „ყარაბაღი ჩვენია“.
აზერბაიჯანელებმა სომხეთ-აზერბაიჯანში მიმდინარე სამხედრო მოქმედებები გააპროტესტეს და სომხური მხარე პროვოკაციაში დაადანაშაულეს.
აქცია ეთნიკურ სომხებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა, ინციდენტის შედეგად კი სულ მცირე 2 ადამიანი დაშავდა.
შეგახსენებთ, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 12 ივლისს გამწვავდა. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ოფიციალური ბაქოს მტკიცებით, სომხურმა მხარემ ცოცხალი ძალის გაცილებით დიდი დანაკარგი განიცადა, რასაც მალავს.
სომხეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებები აცხადებენ, რომ საზღვარზე შედარებით მშვიდი ვითარებაა – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალებები ავრცელებენ.
იხილეთ დაპირისპირების ამსახველი ვიდეომასალა: