სომხეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებები აცხადებენ, რომ საზღვარზე შედარებით მშვიდი ვითარებაა – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალებები ავრცელებენ.
„სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაცია შედარებით მშვიდია. ჩვენი დასახლებების მიმართულებით საარტილერო ცეცხლი შეწყვეტილია, თუმცა, დაძაბულობა მაინც გრძელდება”, – აღნიშნულია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
იმავე შინაარსის განცხადებას ავრცელებს სომხეთის თავდაცვის სამინისტროც.
„წუხანდელიდან მოყოლებული ამ დრომდე სიტუაცია შედარებით მშვიდია”, – აღნიშნულია სომხეთის თავდაცვის უწყების პრესსპიკერის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 12 ივლისს გამწვავდა. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.