ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„სიურპრიზი აბიტურიენტ შეყვარებულს“ – 2020 წლის ეროვნული გამოცდების ყველაზე დიდი პოზიტივი

“2020 წლის ეროვნული გამოცდების ყველაზე დიდი პოზიტივი – „სიურპრიზი აბიტურიენტ შეყვარებულს“, – ამის შესახებ ინფორმაციას Edu.Aris.ge ავრცელებს.

როგორც Facebook პოსტიდან ირკვევა, საგამოცდო ცენტრის ტერიტორიაზე აბიტურიენტს შეყვარებულისგან გამამხნევებელი წარწერა დახვდა.

“ეს სიყვარულით სავსე ბანერი დღეს თბილისის ერთ-ერთ საგამოცდო ცენტრში უცხოური ენის გამოცდის ჩასაბარებლად შესულ ყველა აბიტურიენტს ერთი წუთით მაინც დაავიწყებს საგამოცდო სტრესს”, – ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყო. 

აბიტურიენტები გამოცდებს 24 საგამოცდო ცენტრში აბარებენ. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგამოცდო სივრცეებში სპეციალური წესები მოქმედებს.

იტვირთბა....