ახალი ამბები მთავარი ციტატა

“მოხარულნი ვართ, რომ ეს რეალობად ვაქციეთ” – ერდოღანი აია-სოფიაზე

“აია-სოფიას საკითხზე საერთაშორისო გამოხმაურებას ჩვენთვის სავალდებულო ძალა არ აქვს. ყველას საჭირო პასუხი გავეცი. ეს ჩვენი სუვერენიტეტის საკითხია. არავის შეუძლია ამ საკითხში ჩარევა. მოხარულნი ვართ, რომ ეს რეალობად ვაქციეთ. ამ საკითხისადმი პოლიტიკური მიდგომები დაუშვებელია.”

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – თურქეთის პრეზიდენტი

შეგახსენებთ, რომ 10 ივლისს თურქეთის სახელმწიფო საბჭომ 1934 წლის გადაწყვეტილება გააუქმა, რომლის თანახმად, სტამბოლში მდებარე აია-სოფიას ტაძარი მუზეუმად გადაკეთდა. ამრიგად, აია-სოფიას ტაძარი ისევ მეჩეთად გადაკეთდება.

იტვირთბა....