“კონფლიქტის ძალისმიერი გადაჭრა არ არსებობს და სამშვიდობო მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ გააჩნია, რაც ჩვენი რეგიონის ხალხების ინტერესებს შეესაბამება. სომხეთის შეიარაღებული ძალებს არ შეეძლოთ, რეაგირების გარეშე დაეტოვებინათ აზერბაიჯანის ეს პროვოკაციული ქმედებები. სამწუხაროდ, პროვოკაციები დღესაც გრძელდება, რაც ხელს უწყობს დაძაბულობის შენარჩუნებასა და არაპროგნოზირებად ვითარებას.”
ნიკოლ ფაშინიანი – სომხეთის პრემიერ-მინისტრი
ამის შესახებ ფაშინიანმა მინსკში ვიზიტით ყოფნისას განაცხადა.
მისი თქმით, აზერბაიჯანი იგნორს უკეთებს პანდემიის პირობებში, შეიარაღებული კონფლიქტის შეწყვეტისკენ მრავალრიცხოვან მოწოდებებს, მათ შორის ევრაზიული ეკონომიკური საბჭოს უმაღლესი წევრების 14 აპრილის ერთობლივ განცხადებაში ასახულ მოწოდებებს და გაერო-ს გენერალური მდივნის 23 მარტის განცხადებას.