“ჩემი განწყობები ხელისუფლების მიმართა არის დიდი ხანია ნეგატიური. პირდაპირ გეუბნებით, რომ ამ საქმის მიღმა ჩემი ერთ-ერთი ამოცანაა, რომ ეს ხელისუფლება წავიდეს ხელისუფლებიდან. იმიტომ, რომ არ ვარგა და არაფრის გამკეთებელია. მაგრამ ამ საქმეში არ მაქვს ის განცდა, რომ ვიღაცა ვიღაცას ხელს აფარებს.”
მირიან ნიკოლაძე – ადვოკატი, გიორგი შაქარაშვილის ბიძა
ამის შესახებ ნიკოლაძემ “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.
მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.