“ორი დღის უკან იაკობ ბრეგაძემ შემომითვალა რომ ჩემთან შეხვედრა უნდა,მე დავთანხმდი,მეორე დღესვე, იაკობ ბრეგაძეს აუყვანეს ადვოკატი ირმა ჭკადუა,და ის მას იცავს…ჩემგან! და ნინო გიორგობიანს თუ გონია რომ მოვეშვები – არ მოვეშვები ! სახალხო დამცველმა იმას მიხედოს, ორი დღეა მოწმეზე რომ მიდის ზეწოლა და მასზე სექსუალურ ძალადობაზე და ფირზე მიდის აპელირება!”
ელისო კილაძე – ჟურნალისტი
აღნიშნული განცხადება კილაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.
მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.