ახალი ამბები მთავარი ციტატა

“შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩემი ვერსია რომ ვთქვა ხალხი იტყვის იაკობ ბრეგვაძემ თქვა ესე და ესე ანუ აზრით კი არა, იცის და თქვაო…” – ბრეგვაძე

“მე ყველაფერს ვეუბნები გამოძიებას. ზარი 112-ში იმიტომ გავაუქმე, რომ ინციდენტი ამოწურულ იყო. ფოტოაპარატში არ არის წაშლილი არაფერი. ის, რაც აღადგინეს, არის 3 დღის წინანდელი ფოტოსესიის ფოტოები, რომლებიც არ არის საჭირო.ყველაფერს იტყუება იაკობ ბრეგვაძეო რომ ამბობენ, ეგ უკვე ტყუილია. ხიდზე იღებდა, დროის გაყვანას ცდილობდა და სუს-ის აგენტია იაკობ ბრეგვაძეო. გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩემი ვერსია რომ ვთქვა ხალხი იტყვის იაკობ ბრეგვაძემ თქვა ესე და ესე ანუ აზრით კი არა, იცის და თქვაო.”

იაკობ ბრეგვაძე – ფოტოგრამი

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....