საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტნის თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ს შემადგენლობაში გადასვლას ეხმაურება გუბაზ სანიკიძე. მან შენგელია მოღალატედ მოიხსენია. მისი თქმით, ის გაიქცა საოკუპაციო არმიის კლუბში. ამის შესახებ მან “პალიტრანიუსთან” საუბრისას განაცხადა.
„მოღალატე თორნიკე შენგელია გაიქცა საოკუპაციო არმიის კლუბში და თურმე პოლიტიკა სპორტი არაა“, – თქვა სანიკიძემ.
ცნობისათვის, შენგელია ესპანეთის “ბასკონიადან” ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის, მოსკოვის ცსკა-ს შემადგენლობაში გადავიდა.