მთავარი ციტატა

“არავის მოუნდება, მივიდეს და ითანამშრომლოს პოლიციასთან”- იაკობ ბრეგვაძის ადვოკატი

 

“ის ყველა კითხვას უპასუხებს, მანამდე ჩვენ მივმართავთ სახალხო დამცველს უნდა შევხვდეთ და ეს ისტერია ამ მოწმეების ირგვლივ უნდა დასრულდეს. ეს ასე არ შეიძლება, რადგან არავის მოუნდება მივიდეს და ითანამშრომლოს პოლიციასთან.”

ირმა ჭკადუა – შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი მოწის, იაკობ ბრეგვაძის ადვოკატი

ამის შესახებ ირმა ჭკადუამ ფოტოგრაფ იაკო ბრეგვაძის დაკითხვის შემდეგ საგამოძიებო უწყებიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. ადვოკატის თქმით, მიმართავენ სახალხო დამცველს, დაინტერესდეს, რაც ხდება იაკობ ბრეგვაძის ირგვლივ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში შაქარაშვილის საქმეზე ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე დაიკითხა. მან დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა, მხოლოდ ის თქმა, რომ ის გამოძიებას არაფერს უმალავს. 

იტვირთბა....