“სოცოალური ქსელი დაათვალიერებს. სხვა კითხვები ამ ეტაპზე არ ყოფილა. 112-ში რომ დარეკა, დეტალურ ამონაწერს ავიღებთ და თავად გავასაჯაროვებთ. ყველა კითხვას ვუპასუხებთ იაკობისთან დაკავშირებით. თქვენ რომ იცოდეთ, მას და მისი ოჯახის წევრებს რა მესიჯებს წერენ, არ იცით, რა ხდება რეალურად. არ შეიძლება ამ ბავშვებს დავაბრალოთ მკვლელობა, არავინ ფიქრობს მათ უფლებებზე. ჩვენ მივმართავთ სახალხო დამცველს, დაინტერესდეს საქმით, რაც ხდება მის ირგვლივ. ნუ ქმნით ილუზიას, რომ ვიღაცა რაღაცას მალავს, ამიხსენით, რა ინტერესი აქვს იაკობ ბრეგვაძეს, რომ დამალოს სიმარტლე, ამიხსენით.”
ირმა ჭკადუა – შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი მოწის, იაკობ ბრეგვაძის ადვოკატი
ამის შესახებ ირმა ჭკადუამ ფოტოგრაფ იაკო ბრეგვაძის დაკითხვის შემდეგ საგამოძიებო უწყებიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში შაქარაშვილის საქმეზე ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე დაიკითხა. მან დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა, მხოლოდ ის თქმა, რომ ის გამოძიებას არაფერს უმალავს.