“მაღალი ალბათობით, მოგვიწევს შემთხვევის ადგილზე მისვლა, რომელიც მოიცავს ციცაბო მონაკვეთს, რადგან ჩვენ თვითონ გავეცნოთ დეტალურად შემთხვევის ადგილს. ბუნებრივია, საქმის მასალებს გაცნობილი არ ვარ და შეთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ კითხვებზე უფრო ამომწურავი პასუხის გაცემისთვის ექსპერტთა კომისიამ თავად უნდა ნახოს შემთხვევის ადგილი.”
ალექსანდრე გეჯაძე – დამოუკიდებეი ექსპერტი
ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა “დღის ამბებში” განაცხადა.
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე საგამოძიებომ უწყებამ ახალი ექსპერტიზა დანიშნა, რომელშიც ასევე, დამოუკიდებელ ექსპერტთა კომისიაც ჩაერთვება. ექსპერტიზამ გამოძიების 14 კითხვას უნდა გასცეს პასუხი.
ალექსანდრე გეჯაძის განცხადებით, ახალმა ექსპერტიზამ გამოძების იმ კითხვებს უნდ გასცეს პასუხი, რომელთა დახმარებით დაადგენს, რა ვითარებაში მიიღო გიორგი შაქარაშვილმა აღნიშნული დაზიანებები.