ახალი ამბები მთავარი სამართალი

შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძეს კითხავს

შინაგან საქმეთა სამინისტროში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მოწმეებს კითხავენ. ამ დროისთვის უწყებაში გამოკითხვაზე იმყოფება საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე.

უკვე გამოიკითხა კიდევ ერთი მოწმე ლუკა ბეჟანიშვილი. როგორც ბეჯანისვილმა დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, გამოძიებას მასთან კითხვები არ ჰქონია და მხოლოდ სოციალური ქსელები შეუმოწმეს.

,,მესენჯერი” და ,,ინსტაგრამი” შემიმოწმეს, კითხვები არ ჰქონიათ. ვახტანგ ახვლედიანმა დამირეკა და მითხრა ნაცემი ვარო, ჩამოდი და წამიყვანეო. მე ჩავედი და ვუთხარი ჩვენ უბნელს, რომელიც „ტაქსისტია“ და ვთხოვე, რომ ჩამოეყვანა ვახო. ახვლედიანი იყო დამალული და არ იცოდა შაქარაშვილი გაუჩინარდა თუ არა,“ – განაცხადა ლუკა ბეჟანიშვილმა.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბეების, არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატები არაგვის ხიდთან დაპირისპირების დროს მყოფი პირების გამოკითხვა მოითხოვეს.

ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

 

იტვირთბა....