ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ზალკალიანს ხალხი სულელი ჰგონია, ის გვეუბნება, მე ტესტებით ვიგულავებ და თქვენ ჩაგაყუდებთ კარანტინშიო”- კანდელაკი

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით,  საგარეო საქმეთა მინისტრს ხალხის გასულელება სურს და ის სხვა მოქალაქეებისგან განსხვავებით, პრივილებიით სარგებლობს.

აღნიშნულით გიორგი კანდელაი საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, ბრიუსელიდან დაბრუნების შემდეგ მან PCR ტესტირება ჩაიტარა და კარანტინს არ გაივლის.

კანდელაკის თქმით, რა დააშავა ძალიან ბევრმა ჩვეულებრივმა ადამიანმა, რომელიც „გამწვანებული“ ქვეყნიდან ვერ შემოდის და კარანტინს გადის.

“ბატონ ზალკალიანს ამდენი ხალხი, ვინც დისკრიმინაციული კარანტინის გამო, „გამწვანებული“ ქვეყნებიდან ვერ ბრუნდება, სულელი ჰგონია. ის გვეუბნება, “მე ტესტებით „ვიგულავებ“ და თქვენ ჩაგაყუდებთ კარანტინში.”

,ჩვენ იმას კი არ ვამბობთ, რომ მინისტრი კარანტინში უნდა იჯდეს, მაგრამ თუკი მინისტრს აქვს პრივილეგია, „გაუმწვანებელი“ ქვეყნიდან შემოვიდეს ტესტით, რა დააშავა ძალიან ბევრმა ჩვეულებრივმა ადამიანმა, რომელიც „გამწვანებული“ ქვეყნიდან ვერ შემოდის, მაშინ როცა ამ „გამწვანებული“ ქვეყნების მოქალაქეებს არაფერს არ ვთხოვთ? ამდენმა ხალხმა რა დააშავა და რატომ არის გამონაკლისი დავით ზალკალიანისთვის, ვინ არის საერთოდ დავით ზალკალიანი?,“ განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ცნობისთვის, ოპოზიციის წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რომ სამუშაო ვიზიტიდან დაბრუნების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა უპირატესობით ისარგებლა და მან კარანტინი არ გაიარა. ამას მინისტრი გამოეხმაურა და განმარტა, რომ ახალი დადგენილების თანახმად, ვიზიტიდან დაბრუნებული დელეგაციის წევრები ვალდებულნი არიან, საქართველოში შემოსვლიდან 14 დღის განმავლობაში ყოველ 72 საათში ჩაიტარონ PCR კვლევა. ზალკანიანის თქმით, მან კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარა და პასუხი იარყოფითი მოვიდა, ამიოტმ კარანტინის გავა აღარაა საჭირო.

 

იტვირთბა....