საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მის მიმართ ოპოზიციის კრიტიკას ეხმიანება რომლის მიხედვითაც მან სამუშაო ვიზიტის დასრულების შემდეგ 14-დღიანი კარანტინი არ გაიარა.
როგორც მინისტრი განმარტავს, ახალი დადგენილების თანახმად, ვიზიტიდან დაბრუნებული დელეგაციის წევრები ვალდებულნი არიან, საქართველოში შემოსვლიდან 14 დღის განმავლობაში ყოველ 72 საათში ჩაიტარონ PCR კვლევა.
ზალკანიანის თქმით, მან კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარა და პასუხი იარყოფითი მოვიდა.
“მინდა დაგამშვიდოთ, არ ინერვიულოთ და გაეცნოთ!
საქართველოს მთავრობის 332-ე დადგენილების 11(1) მუხლის ბ პუნქტის თანახმად, რომელიც ადგენს საქართველოს სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციების უცხო ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტებიდან დაბრუნების წესს, აღნიშნულია, რომ ვიზიტიდან დაბრუნებული დელეგაციის წევრები ვალდებულნი არიან, საქართველოში შემოსვლიდან 14 დღის განმავლობაში ყოველ 72 საათში ჩაიტარონ PCR კვლევა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და დელეგაციის სრულ შემადგენლობას ბრიუსელში ვიზიტიდან დაბრუნებისთანავე, საქართველოს მთავრობის 332-ე დადგენილების 11(1) მუხლის ბ პუნქტის შესაბამისად, ჩაუტარდა PCR კვლევა და კვლევის შედეგები არის უარყოფითი.
სამწუხაროა, რომ ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ მათ ძალიან კარგად იციან დადგენილების აღნიშნული რედაქცია, კვლავ აქვს ადგილი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას და ამ თემით სპეკულაციას, ხოლო იმ შემთხვევაში თუ არ ეცნობიან შესაბამის საკანონმდებლო აქტებს, ეს კიდევ უფრო მეტად მიუთითებს კანონმდებლობის მიმართ მათ არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებაზე” – წერს საგარეო საქმეთა დავით ზალკალიანი.
ცნობისთვის, ოპოზიციის წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რომ სამუშაო ვიზიტიდან დაბრუნების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა უპირატესობით ისარგებლა და მან კარანტინი არ გაიარა.