ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ნორმალური ადამიანი გაიცინებს მაგაზე, რა ღამურები, რა ამერიკა. რა თაგვები, გაიმასხარავეს თუ რა იყო” – გატაცებულის ძმა

საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით, საქართველოს მოქალაქე მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად გადავიდა, რომ შემდეგ თითოეული 5 000 აშშ დოლარად გაეყიდა. ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახი საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებულ ვერსიას აბსურდულს უწოდებს. სისულელეს და პროვოკაციას უწოდებენ გატაცებულის მეზობლები გავრცელებულ ვერსიას. მათი თქმით, ამ ამბის გამოყენება ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ ხდება.

“ნორმალური ადამიანი გაიცინებს მაგაზე, რა ღამურები, რა ამერიკა. რა თაგვები, რის თაგვები. გაიმასხარავეს თუ რა იყო, არ ვიცი”-  განაცხადა ხვიჩა მღებრიშვილის ძმამ, ჯუმბერ მღებრიშვილმა.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამხრეთოსეთური ღამურების მიმართ ლუგარის ცენტრი განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა. მათი თქმით, ლუგარის ცენტრი ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტთან ერთად სპეციალურ პროექტშია ჩართული, რომლის მიზანიც კორონავირუსისა და ღამურების კვლევაა.

 

იტვირთბა....