დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მმართველი პარტია ქვეყანაში არის ერთადერთი ძალა, ვისაც რეალურად აქვს შანსი, პარლამენტში დიდი უმრავლესობით მოვიდეს. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
“იცით კვლევებისადმი ჩემი დამოკიდებულება. ამ კონკრეტულ კვლევებში, სადაც “ქართულ ოცნებას” 39% დაუდგინეს, სავარაუდოდ, წინა ციფრი შეეშალათ, 3-იანის მაგივრად 5-იანი უნდა ყოფილიყო.
დღეს პარტია “ქართული ოცნება” არის ერთადერთი ძალა ქვეყანაში, ვისაც რეალურად აქვს იმის შანსი, რომ შეიძლება საკონსტიტუციო არა, მაგარამ ძალიან დიდი უმრავლესობით მოვიდეს პარლამენტში ყოველგვარი კოალიციების გარეშე.
2011 წლიდან მოყოლებული შეგიძლიათ ამოიღოთ კვლევების სტატისტიკა და ნახოთ, თუ როგორ მანიპულირებდნენ კონკრეტული კვლევითი ორგანიზაციები საზოგადოებრივ აზრზე, რა შედეგებს დებდნენ, ვის სასარგებლოდ დებდნენ და რა შედეგი იდებოდა არჩევნებში. ქვეყანაში ერთადერთი ძალა, რომელსაც აქვს ხალხის, საზოგადოების ძალიან დიდი მხარდაჭერა, არის პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”.
ცნობისთვის, ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, პოლიტიკური რეიტინგები ასეთია: “ქართული ოცნება” — 39%; მოსახლეობის 20% ამბობს, რომ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” — 16%; “ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები” — 5%.