ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“რატომ აცხადებს წინასწარ შაქარას ადვოკატი ბიძა, რომ “ტოიოტა ქამრში” მსხდომი ექვსივე პირი უნდა დაისაჯოს?! იქნებ მკვლელი მერსედესში იჯდა?” – ელისო კილაძე

“ქორნიკა პლიუსის” რედაქტორის, ელისო კილაძის განცხადებით, ადგილზე, სადაც გიორგი შაქარაშვილის ცხედარი აღმოაჩინეს, სამანქანო გზაც მიდის და მხოლოდ ბილიკის ვერსიას გამოძიება არ უნდა განიხილავდეს. ამის შესახებ კილაძემ “ფეისბუქ” გვერდზე დაწერა.

“რატომ აცხადებს წინასწარ შაქარას ადვოკატი ბიძა, რომ “ტოიოტა ქამრში” მსხდომი ექვსივე პირი უნდა დაისაჯოს?! იქნებ მკვლელი მერსედესში იჯდა?
და ნეტა გამოძიებამ თუ იცის,რომ გვამის აღმოჩენის ადგილამდე სამანქანო გზაც მიდის?!
თუ მარტო ეკალ-ბარდების და ბილიკის ვერსიაზე მუშაობენ? (მანდ კამერებსა და ანძებს შორის დროში ვერ ეტევით რომ იცოდეთ)” – წერს კილაძე.

ცნობისათვის, გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს გაუჩინარდა – მისი ცხედარი 22 ივნისს იპოვეს.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.
იტვირთბა....