დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე რისკი იმისა, რომ გავცეთ რეკომენდაცია და არ დაიწყოს სწავლა, არ არსებობს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მინისტრი აცხადებს, მნიშვნელოვანია დააკვირდნენ იმ ვითარებას, რა იქნება შემოდგომაზე და უკვე კონკრეტულად სწავლის დაწყების თარიღისთვის დამატებითი გადაწყვეტილებები მიიღონ.
„სკოლებთან დაკავშირებით ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან ერთად. განათლების სამინისტრო თავის მხრივ მუშაობს სასწავლო დაწესებულებებთან ერთად. დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე რისკი იმის, რომ ჩვენ გავცეთ რეკომენდაცია და არ დაიწყოს სწავლა, ეს არ არსებობს. თუმცა მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ იმ ვითარებას, რა იქნება შემოდგომაზე და უკვე კონკრეტულად სწავლის დაწყების თარიღისთვის მივიღოთ დამატებითი გადაწყვეტილებები, გაგრძელდება ეს სრულიად ონლაინ რეჟიმში, იქნება ეს ჰიბრიდული სწავლების რეჟიმი, თუ ჩვენ შევძლებთ უკვე დავიწყოთ ჩვენი მოსწავლეებისთვის ჩვეულებრივ რეჟიმში სწავლის მიწოდება“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.